ჯორჯ მაიკლის 5,9 მილიონად შეფასებული ვილა და მოგზაურობა სანტა-ბარბარას „საიდუმლო სასახლეში“ ვიდეო

12:28 08-05-2019
332

კალიფორნიის ვილა, რომელიც ადრე ლეგენდარულ მუსიკოს ჯორჯ მაიკლის საკუთრებაში იყო, 5.9 მილიონ დოლარად იყიდება.

width=600

ამ ეტაპზე, ჯორჯ მაიკლის ყველა გულშემატკივარს (რომლებიც, რამდენიმე მილიონი დოლარის მფლობელები არიან), შეუძლია იცხოვროს მისი კერპის მსგავსად, რომელიც ამ სახლში, შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

width=600

სახლი, რომელიც სანტა-ბარბარას ბორცვებზე მდებარეობს, ულამაზესი ბუნებით და მსოფლიოში ცნობილი ადამიანების სახლებით არის გარშემორტყმული. ვილა, შესაძენად უკვე ხელმისაწვდომია.

width=600

ტერიტორია - არანაკლებ - 20 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, ხოლო ორსართულიანი სახლი კი - 450 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

width=600

მას აქვს 5 საძინებელი, 6 სველი წერტილი და მისაღები ოთახი ბუხრით, რომელიც დაკავშირებულია სამზარეულოსთან.

width=600

მწვანე ბორცვების და წყნარი ოკეანეების ხედების ნახვა, სახლის თითქმის ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი - რომელსაც ფართო ფანჯრები და შუშის კარებები აქვს.

width=600

მეორე სართულზე არის ტერასაზე გასასვლელი, სადაც შეგიძლიათ  ნატურალური წვენის ჭიქით ხელში, კომფორტულად მოთავსდეთ დივანზე და იფიქროთ მნიშვნელოვან საკითხებზე და მარადიულ ცხოვრებაზე.

width=600

აქ, ასევე განთავსებულია საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები, საუნა და პარკინგი - 25 მანქანაზე.

width=600

 

width=600

ავტორი: თეონა აბესაძე