საირმეში დამსვენებლი10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა

17:46 08-03-2019
1042

კურორტ საირმის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დამსვენებელი ტყეში სეირნობისას შემაღლებულ ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა, ფეხი დაუცდა და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. დამსვენებლი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115- მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს