შვილის სახელით ფულის გაგმომძალველ მამას ბავშვი 2 წელია არ უნახავს (ექსკლუზივი)

00:05 08-03-2019
2388

რამდენიმე დღის წინ თღლითური სქემა „პრაიმტაიმმა“ გაიშფრა, (როგორ სძალავენ ფულს ქართველ ემიგრანტებს - თაღლითური სქემა) სადაც საუბარი იყო ავადმყოფი შვილის სახელით ფულის გაგმომძალველ მამაზე, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ ემიგრანტებს სხვადასხვა ოდენობით ფულის ჩარიცხვას აიძულებდა.

გამოქვეყნებულ სტატიას მამაკაცი გამოეხმაურა. ის გვარწმუნებდა, რომ ბავშვი თან ჰყავს და სტატია უნდა აგვეღო. რა თქმა უნდა, შეხვედრა და მისი პოზიციის დასაბუთება ვთხოვეთ, თუმცა ის აღარ გამოჩენილა.

„პრაიმტაიმის“ რესპონდენტი შორენა მოსიძე ირწუნება, რომ გამომძალველი მამის მახეში ბევრი გაება, თუმცა ჩვენი მედია საშულებით უკვე ბევრმა გაიგო, რომ მათი გადარიცხული თანხები არა ქველმოქმედებაში, არამედ თაღლითის ჯიბეში აღმოჩნდა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც გავარკვიეთ, პირს რომელიც შვილის სახელით აშშ-ში მცხოვრებ ემიგრანტებს ფულს სძალავდა, უკვე ორი წელია შვილი საერთოდ არ უნახავს. მეტიც, მისი ცერებრალური დამბლითა და ეპილეფსიით დავადებული 7 წლის გოგონა, 2017 წლიდან სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ არის. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შორენა მოსიძე ესაუბრა

 „ თქვენს მიერ გამოქვეყნებისული სტატია გავაზიარე რამდენიმე ჯგუფში, სადაც უამრავი ემიგრანტია გაწევრიანებული, რათა ისინი არ გაბმულიყვნენ თაღლითის მახეში. სწორედ ამ სტატიას გამოემხაურა აღნიშნული პიროვნება, რომელმაც პირადად მე, ჩემი ნაცნობები და უამრავი ემიგრანტი მოგვატყუა და თაღლითური გზით მიითვისა ჩვენი თანხები, რომელიც გვეგონა, რომ ქველმოქმედებას მოვახმარეთ. ამ პიროვნებამ თავის მართლება დაიწყო, წერდა, რა საჭირო იყო ამის აფიშირება, დაგპირდით და უახლოეს მომავალში მოგაწვდით ბავშვის ახალ ვიდეოსა და ჯანმრთელობის ცნობასო. რამდენიმე საათიანი გაუჩინარების შემდეგ მან ფეისბუქზე ატვირთა ფოტოები და რამდენიმე ვიდეო, სადაც მისი შვილია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მას არანაირი დამადასტურებელი საბუთი, ჩატარებული მკურნალობის დოკუმენტაცია არ წარუდგენია, არადა ვითომ ამის გამო სჭირდებოდა ფული და თავს გვაცოდებდა.

სამწუხაროდ, წყაროს დასახელება ამ ეტაპისთვის არ შემიძლია, თუმცა ჩვენ გავარკვიეთ, რომ ბავშვი, ვისითაც მამა მანიპულირებდა და ფულს გვძალავდა, უკვე ორი წელია რაც ერთ-ერთ მცირე საოჯახო თავშესაფარშია. მასზე სახელმწიფო ზრუნავს. ისიც გვითხრეს, რომ ბავშვი მშობლებს უკვე ორი წელია არ უნახავთ. სულ ახლახანს მითხრეს, რომ იგივე პიროვნებას გაუკეთებია „მესინჯერში“ ჯგუფი, ისე, რომ „ფეისბუქში“ არ ჩანს, ამატებს ადამიანებს და იქ  სთხოვს დახმარებას. მე და ჩემი მეგობრები აუცილებლად გამოვააშკარავებთ ყველა იმ თაღლითს, რომლებიც ქველმოქედების სახელით ითხოვენ მოწყალებას.“

„პრაიმტაიმი“ კიდევ ერთხელ შეეცადა დაკავშირებოდა მამაკაცს, რომელიც შვილის სახელით მოწყალებას ითხოვს, თუმცა მან ჩვენს კითხვებს არც ამჯერად უპასუხა.   

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი