ნარკოტიკები, რომლის მოხმარებაზეც საქართველოში აღარ დაიჭერენ

23:29 08-02-2019
13524

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომ ანტიკონსტიტუციურია იმ ნარკოტიკების მოხმარებისთვის გამოყენებული პატიმრობა, რომელიც არ იწვევს აფრესიას და დამოკიდებულებას, „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა ტიპის ნარკოტიკებს შეეხო ეს გადაწყვეტილება.

პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერი იაგო ხვიჩიამ ჩვენთან საუბარში „ამინისტირებული“ ნარკოტიკები დაასახელა. ესენია LSD-სა და ე.წ. მაშრუმები (სოკო, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებს)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსების ის მუხლები, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებდა ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომელიც ნაკლებად იწვევს შეჩვევას. ესაა LSD-ე და ე.წ. მაშრუმები. პატიმრობის გაუქმება გარკვეულწილად წინსვლაა.

საკონსტიტუციო სასამართლოსგან ველოდები, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარებას პატიმრობა აღარ მოყვება, რადგან ჩვენს დროში ასეთი მიდგომა დრომოჭმულია და ხაზგასმა რომ მხოლოდ ერთზე უქმდება პატიმრობა და დანარჩენებზე არა, მოძველებულია და საკონსტიტუციო სასამართლო ნარკოტიკებს არ გამიჯნავს.  

ეს გადაწყვეტილება ეხება როგორც ადმინისტრაციულს, ისე - სისხლის სამართლის საქმეს. ეს თავისუფლებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. პატიმრობიდან გათავისუფლება ნარკოდამოკიდებულთა ის ნაწილი, რომელიც სასჯელს იხდის, იმ ნარკოტიკების მოხმარებისტვის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ეხება - განმარტავს იაგო ხვიჩია. 

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსების ის მუხლები, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებდა ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რაც არ იწვევს სწრაფ მიჩვევას ან აგრესიულ ქცევას. არაკონსტიტუციურად მიიჩნიეს, სადავო ნორმები, რომლებიც სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარებისთვის და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური