ვინ არის „ვინმე“ ზაზა, რომელიც პაატა სალიას მუდამ თან ახლავს

21:38 08-02-2019
3244

ვინ არის „ვინმე ზაზა, რომელიც მიშა მშვილდაძის თქმით, მას დაემუქრა. მისი ვინაობით „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალ დირექტორს, პაატა სალიას დაუკავშირდა. როგორც მან განმარტა, ზაზა გვარად გველესიანია და ის სალიას გუნდში ლოჯისტიკის განხრით კონკულტანტის პოზიციას იკავებს.  

„ზაზა გველესიანი ჩემი კონულტანტია ლოჯისტიკის კუთხით. ის ჩემთან და ორ ადამიანთან ერთად შეხვდა რუსთავი 2-ის თანამშრომლებს. არანაირი მუქარა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, მშვილდაძე იტყუება. მეტიც, ჩვენ მათთან კარგი თანამშრომლობითი ურთიერთობა გვინდოდა - განმარტავს პაატა სალია. 

შეგახსენებთ, მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ „ფორმულა კრეატივის“ გუნდი გაფრთხლებული იყო, რომ თუ ისინი არ გააგრძლებდნენ რ2-თან თანამშრომლობას საქმე გაპრობლემდებოდა. მისი თქმით, ამის შესახებ მას „ვინმე“ ზაზამ უთხრა, რომელიც პაატა სალიასთან ერთად კაბინეტში იმყოფებოდა.

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური