„არ მინდა ვიღაცას თავი შევაცოდო. ეს ადამიანისთვის მეტისმეტია“ - მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური გამოსვლა

20:53 08-02-2019
461

რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილს ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც მან გულახდილად ისაუბრა მისი შეგრძნებების შესახებ. გთავაზობთ ნაწყვეტს:

„სირცხვილი იმ ადამიანებს ასე უმოწყალოდ, ასე უღმერთოდ რომ მექცევიან! ნაცვლად იმისა, რომ თქვან, დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის წინაშე, ჩვენ დავაშავეთ ქართველი ერის წინაშე. მე ქართველად ვთვლი ჩემს თავს. მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ქართულად ვსაუბრობ... ეს რა ხდება ჩემს თავს, ჩემი ოჯახის გარშემო რა ტრიალებს. არ მინდა ვიღაცას თავი შევაცოდო. ეს ადამიანისთვის მეტისმეტია. მე არ მგონია, ჩემს ადგილას თუ ვინმე ამას გაუძლებდა. ალბათ განგებამ და ღმერთმა ასე ისურვა. ვუძლებ ამ ყველაფერს, ვუძლებ, მაგრამ როგორ ვუძლებ, ეს მარტო მე ვიცი, ჩემს გარდა, ეს არავინ იცის“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.