სამტრედიაში სასულიერო პირის და უცხოელის ჩხუბზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას ყვება ინციდენტის მონაწილე

20:36 08-02-2019

სოციალურ ქსელში მომხმარებელი დავით ჯულაყიძე პოსტს აქვეყნებს. ის უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონფლიქტის შესახებ დეტალებს წერს. მისი ინფორმაციით, ინცინდენტში სასულიერო პირიც ფიგურირებდა. 

„პრაიმტაიმი ჯულაყიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 

„ცხოვრებაში პირველად ვაქვეყნებ პოსტს, რომელასაც უნდა ჰქონდეს უსწრაფესი გაზიარება. გუშინ სამტრედიაში მოძრავ ავტომობილს, რომელსაც მართავდა მღვდელი ორი თანმხლები პირით, რომელთაგან ერთ-ერთი ჩემი ძმაა, გზაზე გადაუხტა ერთი ახალგაზრდა,  რაზეც მძოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა.საპირიპირო მხრიდან გაისმა შეურაჭყოფა და გინება მღდელის და ორი პირის მიმართ.

ავტომობილიდან ჩამოვიდა პირი, რომელმაც იკითხა რატომ იგინებოდნენ. ავღნიშნავ -  მაგინებელი პიროვნება აღმოჩნდა არაბი. თუმცა, არავინ იცოდა, ქართულად საუბრობდა.

ჩვეულებრივ მისი მხრიდან პირველივე ნაბიჯი იყო ჯვარზე ცემა და კისრიდან მოგლეჯვა. რასაც მოჰყვა ავტომობილიდან მეორე პირის და ჩემი ძმის გადმოსვლა. უმალვე არაბი ეცა ჩემს ძმას და მოაგლიჯა ჯვარიც.

შემდეგში რა თქმა უნდა, იყო შეხლა-შემოხლა, რომლის კვალიც როგორც არაბს, ისე ჩვენს ბიჭებსაც ეტყობა. არაბი წავიდა და იჩივლა.

ამბობს, მტვერი შემოგვაყარა მანქანამ, რაზეც მქონდა რეაქციაო. არანაერი გინება. მოცვინდენ და პირდაპირ გაგვლახეს და ჩემს ცოლს ფეხზე გადაუარეს მანქანითო. ჭორებს აგორებენ ისე, რომ მამაოს და ბიჭებს მოსცხონ ჩირქი.

მივმართავ ყველა ქართველს, თქვენ რას იზამდით აღნიშნულ მდგომარეობაში, როცა მღვდელს გიგინებს, ვიღაც არაბი ჯვრებს გაგლეჯს, როგორ მოიქცევით?

გააკეთეთ შესბამისი კომენტარი და გააზიარეთ პოსტი მაქსიმალურად ყველა ქრისტიანმა. საჭიროების შემთხვევაში დაგვჭირდება გვერდით დგომა დანარჩენს შემდეგ მოგახსენებთ.

მინოდა გცოდნოდათ სიმართლე, რომელიც შემდეგ დაამახინჯეს სხვადასხვა პირებმა და როგორც ვატყობ იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ქრისტიანებო რა გვჭირს არაბების საგინებელი? - წერს დავით ჯულაყიძე. 

ცნობისთვის, ინციდენტი გუშინ მოხდა. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ჯერჯერობით ფაქტზე არცერთი პირი არ დაუკავებიათ.