თელავში 86 წლის მამაკაცი ქუჩის ძაღლმა დაკბინა

19:51 08-02-2019
90

დაზარალებული, გამვლელების დახმარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმებმა მამაკაცს შესაბამისი მკურნალობა და ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარეს. მას დაზიანებები ხელის არეში აქვს მიღებული. 

„ადრე რამდენჯერმე გადავრჩი, ახლა უკვე თავის დაცვა ვეღარ შევძელი.ქუჩები ძაღლებითაა სავსე- თქვა დაზარალებულმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, ძაღლების თავშესაფარი მომავალი წლისათვის აშენდება.

„თავშესაფარი მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტი უკვე მზად არის - განაცხადა ნარეკლიშვილმა.

დაზარალებული მამაკაცი მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

მოსახლეობის თქმით, ღამის საათებში ქუჩაში გასვლას ერიდებიან, რადგან ქუჩის ძაღლებით თელავის ქუჩები სავსეა.  

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი