6 წლის ბიჭი მეექვსე სართულის ფანჯრის გისოსებიდან თავით გადმოეკიდა(ვიდეო)

18:25 08-02-2019
3742

6 წლის ბავშვს საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრის გისოსებში თავი გაეჭედა. ბიჭუნა შენობის გარე ფასადზე, სწორედ თავიდ იყო გადმოკიდებული, როდესაც მეზობლებმა შენიშნეს.

ინციდენტი ჩინეთში მოხდა.

მეზობლები სახანძრო სამსახურს დაუკავშირდნენ. მაშველების მოსვლამდე, ადგილობრივი მცხოვრები ბავშვის დასახმარებლად, შენობის სახურავიდან თოკით ჩაეშვა და ბიჭი ხელში ეჭირა.

ბავშვის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს, ფანჯრის გისოსები ჩაჭრეს და 6 წლის ბიჭი შინ უვნებლად შეიყვანეს.

ინციდენტის შედეგად 6 წლის ბავშვი არ დაშავებულა. გამოძიების თანახმად, ბიჭუნა სახლში მარტო იყო.

ავტორი: მარიამ გიგანი