ვიდეოები

1711716925

VIDEO: ემოციური კადრები - ნახეთ, როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს.ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ბუდუ

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ბაკურიანში ზვავში მოყოლილ კაცს ეძებენ

საზოგადოება 1711778472

მაგ ადგილს კარგად იცნობდა. მთელი ბაკურიანი ჩართულია მის ძებნაში... - ზვავში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამუშაოები რთული ხილვადობისა და ნისლის გამო დროებით შეჩერდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ძებნა მაშინვე განახლდება, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ.48 წლის დიმიტრი გოგოლაძე მთიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ 28 მარტს, დღის პირველ ნახევარში მოიყოლა. მისი მოძებნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძებნის სამუშაოებში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც, რომელმაც სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.დიმიტრი გოგოლაძე ადგილობრივი ბიზნესმენი, ბაკურიანში ცნობილი "ამირანის პარკის" და სასტუმროს მფლობელია.რადიო თავისუფლებასთან საუბარში მისი ახლობლები და მეგობრები ჰყვებიან, რომ იგი ბავშვობიდან სპორტით იყო გატაცებული და მრავალი წელი თხილამურებზე იდგა, ბოლო პერიოდში კი უპირატესობას თოვლმავლით სრიალს ანიჭებდა.მათივე ცნობით, ის საბჭოთა სპორტის ოსტატის, ლიანა გოგოლაძის ძმისშვილია და მის მსგავსად, ოჯახის ყველა წევრი ამ სპორტს მისდევს."ბავშვობის მეგობრები ე.წ. ბურანებით ყარაყალის მთის მიმდებარედ წავიდნენ, მაგ ადგილს ყველა კარგად იცნობს, თვითონაც სპორტსმენია და მისი მეგობრებიც. რომელი ბაკურიანელი არ არის სპორტსმენი? წინა დღითაც იყვნენ წასულები. როგორც მე ვიცი, ეს უკან მოდიოდა და მთიდან წამოსულმა ზვავმა მოიყოლა", - ამბობს დიმიტრის ოჯახის ახლობელი მარინა ტაბატაძე.ოჯახის ახლობელი და დიმიტრის მამის მეგობარი მალხაზ ლონდარიძე გვეუბნება, რომ მისი მეგობრები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ მთაში, ახლა ყველა წასულია მის მოსაძებნად."დიდი გეგმები ჰქონდა, 28 მარტს ბიჭის დაბადების დღე იყო, რომელიც სვანეთში ასპარეზობდა, შვილებისთვის სიურპრიზის მოწყობა უნდოდა. აქაურებმა ეს მთა ყველამ კარგად იცის, მაგრამ ბედისწერას ვერ გაექცევი. ბაკურიანში ეს უკვე მეოთხე ადამიანია, ზვავმა რომ მოიყოლა. ტაბაწყურის გზაზეც იყო მსგავსი შემთხვევები", - გვიყვება მალხაზ ლონდარიძე.დიმიტრი თოვლმავლების, ე.წ. ბურანების ტურში ხშირად დადიოდა, "შავ კლდესთან" იგი წინა დღესაც იყო. მისი მეგობარი, გიორგი ქეშეშევი ამბობს, რომ ახლა, განსაკუთრებით ზვავსაშიში პერიოდია, როცა მზე თოვლს ადნობს და სველი თოვლი "საშინელი ხმაურით" მოდის."წინა დღეებში თოვდა და ქარი იყო. იმედი ბოლოს კვდება, მაგრამ რაც დრო გადის, ეს იმედიც გვეწურება. ყოფილა შემთხვევები, რომ მესამე დღეს უნახავთ.ბაკურიანი პატარა დასახლებაა, აქ ყველა ყველას მეგობარია, ამიტომ არის რომ ყველა, ვისაც ასაკი და ჯანმრთელობა ხელს უწყობს, ორი დღეა დადის მის მოსაძებნად ნიჩბებით", - ამბობს დიმიტრის მეგობარი გიორგი ქეშეშევი.თოვლის მასაში მოყოლილ დიმიტრი გოგოლაძის ძებნის პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა, ვერტმფრენი და დრონები. მაშველებთან ერთად დაკარგულს ეროვნული გვარდიის სპეციალური დანაყოფიც ეძებს.ზვავში მოყოლილს სპეციალური დეტექტორებით ეძებენ, სამუშაოები სიფრთხილით მიმდინარეობს, რადგან მცირე გაუფრთხილებლობამ შესაძლებელია, თოვლის მასის ჩამოშლა ხელახლა გამოიწვიოს და მაშველებისა და ადგილობრივების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას."როგორ მოუვიდა? რატომ მოუვიდა? მაგ ადგილს კარგად იცნობდა. მთელი ბაკურიანი ჩართულია მის ძებნაში. კარგი კაცი, კარგი მეგობარი, კარგი ადამიანი...", - ამბობს მისი კიდევ ერთი მეგობარი ვახტანგ ზერეკიძე.ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნუგზარ ქუთათელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაშველთა რაოდენობა გაზრდილია. 

გოსეტი

კულტურა 1711777754

ოსკაროსანი მსახიობი ლუის გოსეტი უმცროსი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოსკაროსანი მსახიობი ლუის გოსეტი უმცროსი 87 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.გოსეტი იყო პირველი შავკანიანი ადამიანი, რომელმაც მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ მიიღო - საუბარია 1982 წლის ფილმ „ოფიცერსა და ჯენტლმენში“ შესრულებულ როლზე.გარდა ამისა, 1978 წელს სერიალ „ფესვებში“ შესრულებული როლისთვის გოსეტმა „ემი“ მიიღო.ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ გოსეტის სახელობის ვარსკვლავი არის გახსნილი.

ირანელი ჟურნალისტი

მსოფლიო 1711776840

ლონდონში ტელეკომპანია Iran International-ის ჟურნალისტი დაჭრეს

ლონდონში ბაზირებული ტელეკომპანია Iran International-ის ჟურნალისტს, პურია ზერაატის დაესხნენ თავს და ცივი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.36 წლის ზერაატის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიებას კონტრტერორიზმის სამსახური აწარმოებს. საქმეზე ჯერჯერობით არავინ არის დაკავებული.Iran International-ი დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა, რომელიც ფართოდ აშუქებდა 2022 წელს ირანში მიმდინარე ანტისახელისუფლებო გამოსვლებს. ამის შემდეგ ირანის დაზვერვის მინისტრმა ისმაილ ხატიბმა განაცხადა, რომ Iran International-ი ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.

ამინდი

საზოგადოება 1711745348

„მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 30 მარტს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ქარი აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი იქნება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 30 მარტს ზოგან თოვლ-ჭყაპია შესაძლებელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი იქნება.

აფეთქება

მეცნიერება 1711744690

მზეზე X კლასის, უძლიერესი აფეთქება მოხდა

მზეზე ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა 29 მარტის ღამეს; აქტივობის ცენტრი იყო იგივე ტერიტორია, სადაც ახლახან დაფიქსირდა მზის პლაზმის დიდი აფეთქება. ამის შესახებ ფობოსის მეტეოროლოგიური ცენტრი იტყობინება."დაახლოებით შუაღამისას მზეზე დაფიქსირდა X კლასის ძლიერი აფეთქება. აფეთქება დაიწყო 23:29 საათზე,  და დასრულდა თითქმის ზუსტად შუაღამისას, 00:01 საათზე", - აღნიშნეს ექსპერტებმა.X კლასის მზის აფეთქებები ყველაზე დიდი და ძლიერია. საშუალოდ, ისინი წელიწადში დაახლოებით ათჯერ ჩნდება და უფრო ხშირია მზის მაქსიმუმზე. დედამიწის დღის მხარეს X კლასის აფეთქების დროს რადიო ჩარევის დონე აღწევს უკიდურეს დონეებს (R3-R5). დედამიწისკენ მიმართული დისკის ცენტრთან აფეთქების შედეგი შეიძლება იყოს მზის გამოსხივების ძლიერი და გახანგრძლივებული ქარიშხალი, რომელსაც შეუძლია შექმნას კორონალური მასის მნიშვნელოვანი განდევნა და გამოიწვიოს მძიმე (G4) ან ექსტრემალური (G5) გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწაზე.ფობოსის მეცნიერთა აზრით, დედამიწის ზედაპირზე აფეთქების ნეგატიური ზემოქმედების რისკები ახლა მინიმალურია, მაგრამ ასეთი ბუნებრივი მოვლენების სიხშირე საგანგაშოა.ასევე ნახეთ:იტალიაში, ქართველი კაცი ფსონების ცენტრის სამზარეულოში დანით შეიჭრა და 6000 ევრო წაიღო - იგი პოლიციამ დააკავატემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს - ნახეთ, უახლესი პროგნოზი