„დინამომ“ „გაბალა“ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე „ფეიენოორდს“ შეხვდება

23:42 08-01-2019
31

თბილისის „დინამომ“ ევროპა ლიგის განმეორებით მატჩში აზერბაიჯანული „გაბალა“ 3:0 დაამარცხა. პირველი მატჩი „დინამოს“  2:0 ჰქონდა მოგებული.

შემდეგ ეტაპზე დინამო როტერდამის „ფეიენოორდს“ შეხვდება. პირველი მატჩი 8 აგვისტოს როტერდამში გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 15 აგვისტოს თბილისში.