როდის დატოვებს ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ს

22:01 08-01-2019
299

თუ „რუსთავი 2“-დან გამაგდებენ, ჩემს თავს განვიხილავ ყველგან - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი „პრაიმტაიმთან“ კომენტარში.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა დავით კეზერაშვილის ტელევიზიასთან თანამშრომლობის საკითხს, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ჯერჯერობით ის რუსთავი 2-ში რჩება.

„მე ჯერ ვრჩები რუსთავი 2-ში, ვმუშაობ აქ და ვამბობ, სანამ რუსთავი 2-დან არ გამაგდებენ მანამდე ვარ რუსთავი 2-ში. თუ რუსთავი ორიდან გამაგდებენ, მერე უკვე, რა თქმა, უნდა ჩემს თავს განვიხილავ ყველგან“ ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი „პრაიმტაიმთან“