ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს არხის დატოვებას სთხოვს

21:48 08-01-2019
62

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თავის ყოფილ გუნდს ტელევიზიიდან წამოსვლას სთხოვს. ეს განცახდება მან, ცოტა ხნის წინ, მედიასთან შეხვედრის დროს, რუსთაველზე გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გუნდია დღეს „რუსთავი 2“-ში და მუშაობს ყველაფრის მიუხედავად, „რუსთავი 2“ არის ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია და როგორც კი ეს გუნდი დაეცემა, იქ დარჩენა არის წითელი ხაზი. არის ღალატი არა ჩვენი, არა „რუსთავი 2“-ის, არა ვინმესი, არამედ ქვეყნის ინტერესების“, - აცხადებს გვარამია.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია დეს პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მან იქ მისვლაზე უარი განაცხადა. ამიტომ, გვარამია ხვალ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.