17 წლის სოფი ნიკოლეიშვილის შემდეგ, ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა

21:46 08-01-2019
9859

ლაგოდეხში, სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ჩანჩქერიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

ცნობისთვის, შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც 26 მაისს, სკოლის ექსკურსიის დროს, 17 წლის სოფი ნიკოლეიშვილი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს. გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად, ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ დასასვენებლად ჩავიდა და სასტუმროში ცხოვრობდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი