„ჩიხურამ“ შოტლანდიაში პრესკონფერენციაზე რუსულენოვან თარჯიმანზე კატეგორიული უარი თქვა

12:15 08-01-2019
96

საჩხერის ჩიხურა შოტლანდიის ქალაქ აბერდინშია და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრისათვის ემზადება.

„მასპინძლებმა, მიუხედავად მრავალი გზის მცდელობისა ვერ მოახერხეს პრესკონფერენციაზე ქართულენოვანი თარჯიმნის მოყვანა და ალტერნატივად შემოგვთავაზეს რუსულენოვანი თარჯიმანი, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბ საჩხერის ჩიხურამ კატეგორიული უარი განაცხადა რუსულენოვანი თარჯიმნის სამსახურზე და პრესკონფერენცია ქართულ ინგლისურ ენაზე წარიმართა“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

კლუბმა აბერდინში სტადიონ პიტოდრიეზე მატჩის წინა ვარჯიში უკვე გამართა. მატჩი პირველ აგვისტოს გაიმართება.