ვიდეოები

1711716925

VIDEO: ემოციური კადრები - ნახეთ, როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს.ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ბუდუ

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ვალუტის კურსი

ფინანსები 1711717642

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9063 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9112 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.

რუსთავის მერიამ და პარლამენტის გენდერულმა საბჭომ, შშმ ბავშვთა მშობლებისთვის პროექტი ,,მწვანე შუქი” დაიწყო

რეგიონი 1711716957

რუსთავის მერიამ და პარლამენტის გენდერულმა საბჭომ, შშმ ბავშვთა მშობლებისთვის პროექტი „მწვანე შუქი” დაიწყო

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, რუსთავის მერიამ სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეში’’ საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო.რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი და საბჭოს წევრი გრეტა წიწავა, სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეში’’ პროექტ ,,მწვანე შუქის” ბენეფიციარებს შეხვდნენ.,,პარლამენტის ინიციატივით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების ფსიქოლოგიური გაძლიერების მიზნით, რუსთავში ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროექტი დავიწყეთ. ეს პროექტი რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. 2025 წლის ბიუჯეტში ვფიქრობთ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის არსებული მუნიციპალური სერვისი, კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ და განვავითაროთ იმგვარად, რომ მასში მშობელთა გაძლიერებაც აუცილებლად იქნას გათვალისწინებული”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ ინიციირებული პროექტ ,,მწვანე შუქის” მიზანი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და გაძლიერებაა.,,ქალების თემატიკა ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ამ პროექტით დაინტერესებაში შემოგვიერთდა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მისი მხრიდან იყო მყისიერი რეაგირება და ამ პრობლემის მყისიერი გათვითცნობიერება. მიხარია რა თქმა უნდა, რომ ჩვენი საპილოტე პროექტი პირველად იწყება რუსთავში და იწყება ქალი მერის მონაწილეობით, იმ საჭიროებების ზუსტად დანახვით, რომელიც დედებს და ამ შემთხვევაში შშმ ბავშვების დედებს აქვთ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.პროექტი ,,მწვანე შუქი” შშმ ბავშვთა დედებისთვის ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, პერსონალური ქოუჩის სერვისის და სოციალური თერაპიის კომბინირებულ მიწოდებას და ზოგადად, შშმ პირთა ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ,,კესანეში” გამართულ შეხვედრას ცენტრის დირექტორი ეკა ნოზაძე, შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრ ,,ილაპარაკეს“ დამფუძნებელი მარიამ დალაქიშვილი და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლები დაესწრნენ.რუსთავის სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრი ,,კესანე” განსაკუთრებული საჭიროების მქონე 430 ბენეფიციარს ემსახურება, რომელთაგან 125 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია. რუსთავის მერია, სოციალური პროგრამების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საკურორტო მომსახურებას, სხვადასხვა სახის სამედიცინო პროცედურებს და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთათვის საჭირო თერაპიას აფინანსებს.

ბუდუ

სპორტი 1711716925

VIDEO: ემოციური კადრები - ნახეთ, როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს.ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

პრემიერი

პოლიტიკა 1711716702

დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან უნდა ხმის მიცემა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტისთვის, უბრალოდ მათი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ - პრემიერი

მე დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან უნდა ხმის მიცემა, გამომდინარე იქიდან, რომ უკიდურესად არაპოპულარული იქნება მათი მხრიდან თავის შეკავება ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს შეეხებოდა.მისივე თქმით, ერთადერთი, რის გამოც შეიძლება თავი შეიკავონ, არის ის, რომ მათი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ.„მე დარწმუნებული ვარ, ძალიან უნდათ მათ ხმის მიცემა, უბრალოდ მათი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ. ეს არის ერთადერთი, რის გამოც მათ შეიძლება შეიკავონ თავი,“- განაცხადა პრემიერმა.

dato

საზოგადოება 1711716341

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში – მუსიკოსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში – მუსიკოსს მამა გარდაეცვალა.“გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე, " - წერს დათო.