3 წლის ბავშვი მეექვსე სართულის აივნიდან გადმოვარდა (ვიდეო)

13:01 07-31-2019

3 წლის ბიჭუნა საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულის აივნიდან გადმოვარდა. ინციდენტი ჩინეთში მოხდა. ინფორმაციას და ინციდენტის ამსახველ ვიდეოს დასავლური მედია ავრცელებს. 

აივანზე ჩამოკიდებული ბავშვი გამვლელებმა და მეზობლებმა შენიშნეს და მის გადასარჩენად, დიდი ზეწარი გაშალეს. მე-6 სართულიდან ჩამოვარდნილი ბავშვი, სწორედ ამ ზეწარზე დაეცა და უვნებლად გადარჩა.

როგორც გაირკვა, ბავშვი სახლში ბებიამ მარტო დატოვა და თავად სურსათის საყიდლად გავიდა.

ავტორი: მარიამ გიგანი