თბილისში, ე.წ. გლდანის ხიდებზე რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,ავტოავარიის გამო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ხიდებზე მოძრაობა პარალიზებული იყო.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.