„რუსთავი 2“ გიორგი ლაფერაშვილმა დატოვა (?!)

01:09 07-31-2019
1

გავრცელებული ინფორმაციით, „რუსთავი2“ დატოვა პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა. 

მან Facebook-ზე გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი - „coming soon“, რასაც, სავარაუდოდ ახალ ტელევიზიაში გადასვლას უკავშირებენ.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ის გადადის ახალ ტელევიზიაში, რომელსაც „ფორმულა კრეატივი“ ქმნის და იქ ლაფერაშვილი არხის საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს.