კურორტებზე კვების ობიექტებს სეს-ი ამოწმებს - 12 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი​ შეუჩერდა​

15:48 07-30-2019
24

სურსათის ეროვნული სააგენტო ზღვისპირა საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ერთ თვეში 151 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობების 12 ფაქტი.

სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები განახორციელა და ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი​ შეუჩერდა​

„შემოწმებისას ყურადღება ექცევა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს, სურსათის შენახვის პირობებსა და ვადებს, მიკვლევადობას.

ობიექტების კონტროლი როტაციის პრინციპით მეორე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებთან შედარებით დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც სააგენტოს მიერ გააქტიურებული კონტროლისა და ბიზნესოპერატორთა ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია.“ ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.