გურჯაანში ახალგაზრდა ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს

15:44 07-30-2019
666

გურჯაანში ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 
კურორტ „ახტალას ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი, ხეზე ჩამომხრჩვალი, გამვლელმა იპოვა.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ ახაშნის მკვიდრია. სუიციდის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები მუშაობენ.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი