ცნობილია, როდის დაიწყება საქართველოში ნადირობის სეზონი

15:31 07-30-2019
185

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის სეზონი 2019 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება. 

სამინისტროს ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033

ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების შესახებ ინფორმაციის ნახვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზეა შესაძლებელი.