მეგან მარკლმა Vogue– ს სექტემბრის ნომერი, იმ ნოვატორ ქალებს მიუძღვნა, რომლებიც უშიშრად ანგრევენ ბარიერებს

13:29 07-30-2019
166

ჰერცოგინია, პრინცი ჰარის მეუღლემ, ჟურნალ Vogue- ის სექტემბრის გამოცემაზე,  როგორც მიწვეული რედაქტორი, ექვს თვეზე მეტი იმუშავა. ნომრის გარეკანზე, რომელიც მან ტოპ მოდელებთან ერთად შექმნა - 15 ქალი მოხვდა, რომლებმაც სხვადასხვა სფეროებში წარმატებებს მიაღწიეს.

width=600

„მეგანმა, ჟურნალში საკუთარი ფოტო არ გამოაქვეყნა, რადგან ეს არასერიოზული  იქნებოდა,“ - აცხადებს ბრიტანული Vogue– ის რედაქტორი ედუარდ ენინფული.

„bbc“-ის ინფორმაციით, ჰერცოგინიამ ის ქალები აირჩია, რომლებითაც თავად არის  აღფრთოვანებული და რომლებიც ხალხის პარამეტრებს ცვლიან. მათ შორისაა ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი, ჟასინდა არდერნი, შვედეთის სკოლის მოსწავლე, გარემოსდაცვის მოძრაობის აქტივისტი - გრეტა ტუნბერგი, მსახიობები- სელმა ჰაიეკი, ჯეინ ფონდა და სერიალების ვარსკვლავი, ლავერნა კოკსი. ასევე, ადვოკატები, ბალერინა, მწერალი და რამდენიმე საუკეთესო ტოპ-მოდელი.

width=600

ჟურნალის ეს ნომერი, სახელწოდებით ცვლილების ძალა, ეძღვნება ნოვატორ ქალებს, რომლებიც უშიშრად ანგრევენ ბარიერებს, - ნათქვამია, ბრიტანეთის სამეფო სახლის ოფიციალურ განცხადებაში.

ჟურნალ Vogue-ს სექტემბრის ნომერი ითვლება, წლის ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე კითხვად გამოშვებად. მეგანმა, შვიდ თვეზე მეტი იმუშავა (რასაც, მისი პირველი შვილის დაბადებაც დაემთხვა). რედაქტორის მიზანი, მიმართული იყო ფასეულობებზე, საზოგადოებრივ კამპანიებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, გლობალურ საზოგადოებრივ აზრზე.

width=600

”ვიმედოვნებ, რომ ამ პრიზმის საშუალებით, თქვენ იგრძნობთ კოლექტიურ ძალას, რომელსაც სხვადასხვა ფენის და პროფესიის ქალები ფლობენ - ისევე, გუნდის სიძლიერეს, რომელიც ამ თემის მოგვარებაში დამეხმარა”, - წერს მეგანი.

მოწვეული რედაქტორი, პასუხისმგებელი იყო არა მხოლოდ გარეკანზე, არამედ ჟურნალის შინაარსზეც. მასში შედის ასევე, მეგან მარკლის ინტერვიუ, აშშ-ს ყოფილ პირველ ლედ მიშელ ობამასთან.

Vogue- ის ბრიტანულმა რედაქციამ, რედაქტორი მოიწვია და სექტემბრის ნომრის გამო, პასუხისმგებლობა დააკისრა. გლავრედმა - ბრიტანელმა სტილისტმა, განას მკვიდრმა ედუარდ ენნინფოლმა - ამ ამბავს, მშვენიერი სიურპრიზი და დიდი პატივი უწოდა.

”ჟურნალის შინაარსისგან გამომდინარე, რომელიც მის მიერ არის არჩეული, ის ცდილობს გამოავლინოს ისეთი რთული, დახვეწილი თემები, როგორიცაა ქალების როლი, ფსიქიკური ჯანმრთელობა, რასა, ან უთანასწორობა და პრივილეგიები.” - ამბობს ედუარდი. 

width=600

2016 წელს, ბრიტანულმა Vogue-მა ჟურნალის გარეკანი პრინც უილიამის მეუღლე, კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეითს მიუძღვნა.