დანით შეიარაღებული კაცი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და დახვრეტა მოითხოვა (ვიდეო)

20:03 07-29-2019

დანით შეიარაღებული კაცი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და დახვრეტა მოითხოვა. ამის შესახებ ABC News-ი წერს და ვიდეოჩანაწერსაც აქვეყნებს. 

ინციდენტი 28 ივლისს პოლიციის ბრუკლინის განყოფილებაში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ კეპიანი კაცი ჯინსებსა და მაისურში შედის შენობაში და დანიან ხელს იქნევს. კართან მდგარმა პოლიციელმა და ვიზიტორებმა უკან დაიხიეს. შემდეგ უცნობს, რომელიც მშვიდად დგას შესასვლელში გარს ერტყმიან პოლიციელები. საბოლოოდ ის ელექტროშოკის გამოყენებით გაანეიტრალეს. ის იატაკზე დაეცა.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა

USA Today წერს, რომ ელექტროშოკი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დანიანმა კაცმა უარი თქვა იარაღის დაგდებაზე.

როგორც გაირკვა, უცნობი 26 წლის კაცია. მისი ასეთი ქმედების მიზეზები არ სახელდება. ახლა ის დაკავებულია.