ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713264358

შარშან კანონპროექტის გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო შეთანხმება დაფინანსების გასაჯაროებაზე, ვცადეთ, ნებაყოფლობით მთავარ დონორებთან პარტნიორობა, თუმცა, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა გაუარესდა - შალვა პაპუაშვილი

გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტის [გამჭვირვალობის შესახებ] გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმაზე შეთანხმება და იმის გააზრება, რომ ქართული და უცხოური ორგანიზაციები პროაქტიულად გაასაჯაროებდნენ ინფორმაციას თავიანთ დაფინანსებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიქაელ ო’ფლაჰერთის საპასუხო წერილში წერს.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, მათი მცდელობის მიუხედავად, რომ დონორებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს პროაქტიულად გაესაჯაროებინათ ინფორმაცია თავიანთი დაფინანსების შესახებ უშედეგოდ დასრულდა, რამაც კანონის ინიცირება გამოიწვია.„ვცადეთ, ნებაყოფლობით საფუძველზე მთავარ დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, თუმცა, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა გაუარესდა. საქართველოში სამწუხარო რეალობაა, რომ ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაცია აგრძელებს გამჭვირვალობის მოთხოვნებისთვის გვერდის ავლას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებზე ფარულ ზეგავლენას.ჩვენ ღია ვართ ინკლუზიური და არსებითი დისკუსიებისთვის, რა დროსაც შეგვეძლება არგუმენტებიდან ღირებული დასკვნების გამოტანა და არა უსაგნო იარლიყების სროლა. აგრეთვე, გარწმუნებთ, საკანონმდებლო პროცესი რამდენიმე კვირის მანძილზე ჩვეულებრივი პროცედურით წარიმართება. უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ კანონის კონკრეტული შინაარსი საპარლამენტო დისკუსიების საფუძველზე გამოიკვეთოს.საჯარო პოლიტიკის წარმოებაში ჩართული ორგანიზაციების გამჭვირვალობა ყოველთვის კარგია. იგი მხოლოდ განამტკიცებს საქართველოს დემოკრატიულ ფუნდამენტს. აღნიშნული კანონპროექტი არათუ უბრალოდ სასურველი, არამედ აუცილებელია გამჭვირვალობის და ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების პროცესების ღიაობის გაზრდისთვის“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ფოსტა

მსოფლიო 1713264300

საფოსტო წერილი ადრესატთან 27 წლის დაგვიანებით მივიდა

საფოსტო წერილი ადრესატთან 27 წლის დაგვიანებით მივიდა. როგორც ირკვევა, ინგლისში მცხოვრებ ალფი მელიალს წერილი ყოფილი პარტნიორის დედამ 1997 წელს გაუგზავნა. სამეფო ფოსტა ბოდიშს უხდის 60 წლის ქალს და ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ "ყველაფერს აკეთებს დაგვიანებული წერილების მიწოდებისთვის".ზუსტად დაუდგენელია, რა გზა გაიარა წერილმა გასული 27 წლის განმავლობაში, თუმცა ცნობილია, რომ ბოლოს, 1 თვის წინ, ის მელიალის ყოფილ საცხოვრებელ მისამართზე დატოვეს. როგორც ქალი იხსენებს, წერილი ზუსტად მას შემდეგაა გაგზავნილი, რაც იგი 1997 წელს თავის მაშინდელ შეყვარებულს, მენდის დაშორდა.მენდის დედა, ეილინი, წერილში დაშორების გამო მწუხარებას გამოთქვამს და იმედს იტოვებს, რომ ისინი მეგობრებად მაინც დარჩებიან.„თავიდან მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო. ვერ ვიჯერებდი 27-წლიან დაგვიანებას. როდესაც წერილის ავტორის ვინაობა დავინახე, გული ამიჩუყდა და დავაფასე, რომ ჩვენი ურთიერთობის გასავითარებლად დიდი ხნის წინ მან თავის წილი ძალისხმევა გაიღო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ ხელნაწერი მაინც ჩემამდე მოვიდა", - ამბობს ალფი.როგორც ირკვევა, რაც მელიალის სახლის ახალმა მცხოვრებლებმა სამეფო ფოსტას შეატყობინეს, რომ იგი ადგილზე აღარ იმყოფებოდა, სისტემაში მისი ახალი მისამართი გადამოწმდა. სწორედ ასე აღმოჩნდა 27 წლის დაგვიანებული წერილი ადრესატთან. 

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1713263688

უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ წარმატებით გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის შეტევას - ზელენსკი

უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ წარმატებით გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის შეტევას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, ასეთ პირობებში, ოკუპანტები ყოველდღიურად შეძლებენ წინსვლას.„გულწრფელად გეუბნებით, ამ დახმარების გარეშე ჩვენ არ გვექნება გამარჯვების შანსები. საჭიროა, მტერზე ბევრად ძლიერი იყო. დღეს საარტილერიო ჭურვები ერთი ათის წინააღმდეგაა. შეგვიძლია, ასე გავუძლოთ? არა. თვითმფრინავები ერთი 30-ის წინააღმდეგაა. როგორ უნდა ვიომოთ? ჩვენ ხომ არ ვითხოვთ რამე განსაკუთრებულ იარაღს. არავინ ითხოვს 500 ან 300 თვითმფრინავის გადმოცემას. სხვათა შორის, რუსეთი 300 თვითმფრინავს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი სტატისტიკით ჩვენ ყოველდღიურად უკან გვიბიძგებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინის კონტროლის ქვეშ ამჟამად არსებული ტერიტორიების დასაცავად საჭიროა, რომ უკრაინა ჭურვების რაოდენობით რუსეთს გაუტოლდეს.„ძალიან მარტივია გეგმა, როგორ არის შესაძლებელი მტრის განადგურება. ის გასაგებია, ის არსებობს. არსებობს კონკრეტული იარაღი, რომელიც საჭიროა წინსვლისთვის, ცის გახსნისთვის. გეგმა არის და მეტიც – ეს ყველა პარტნიორს აქვს. ეს არის იმის გეგმა, რა გვჭირდება ტექნიკურად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.შეკითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ უკრაინას მდგომარეობა მომავალ წელს შეუმსუბუქდება, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელები არ ფიქრობენ შემდეგ წელზე, არამედ ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე.„ჩვენ ხვალ უნდა ვიცხოვროთ. არავინ იცის, რა იქნება მომავალ წელს. ჩვენ არ ვიცით, რა მხარდაჭერა ექნება უკრაინას, რა ომები იქნება კიდევ მსოფლიოში, რა იქნება აშშ-ის კონგრესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713263317

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე - კახა კალაძე მშვიდობის ინდექსზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ (IEP) მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის, სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკით არის განპირობებული.„ჩვენი პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ხედავთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, რეგიონში, როგორი დაძაბული და რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა. შესაბამისად, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩეული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ხვალინდელი დღისთვის.მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებს, მოგვიწოდებდნენ სანქციებზე მიერთებისკენ, მეორე ფრონტის გახსნაზე და ა.შ., მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ამ მშვიდობით მოვახდენთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713263064

საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს, ამიტომ არც პოლიტიკოსების დისკრედიტაცია გამოუვათ - კახა კალაძე მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაზე

კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან რადიკალური ქმედებები - კონკრეტული პოლიტიკოსების, ქართული კულტურის, სარწმუნოების დისკრედიტაციის მცდელობები უცხო არ არის, თუმცა ის არანაირ შედეგს არ გამოიღებს. ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან გავრცელებულ ჩანაწერს ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, სადაც დაიგეგმა მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ კამპანია.მისივე განმარტებით, მსგავს რადიკალურ ქმედებებს აზრი არ აქვს, რადგან ქართველი ხალხი ყველას და ყველაფერს კარგად აფასებს.„მიჩვეულები ვართ ამგვარ რადიკალურ ქმედებებს. მთავარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განწყობა. საზოგადოებამ შეაფასა ვინ ვინ არის, რა ნაბიჯებს დგამს, დაფინანსებებს რომ იღებს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რისკენაა მიმართული. ქვეყნის განვითარებას, კულტურას, სარწმუნოებას ეწინააღმდეგებიან. ახლა პოლიტიკოსებზე გადავიდნენ და მათ დისკრედიტაციას ცდილობენ, არ გამოუვათ ეს, რადგან მთავარია მოსახლეობა, რომელიც კარგად აფასებს ყველას და ყველაფერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.