როგორ აღმოჩნდა ზღვის ლომი, კუზიანი ვეშაპის ხახაში - ფოტოგრაფის საოცარი კადრები

15:00 07-29-2019
166

იღბლიანი ზღვის ლომი, სიკვდილისგან თავის დაღწევას ცდილობს, როდესაც კუზიანი ვეშაპი, მისი ძლიერი ყბებით, ლომის დათრევას ცდილობს - იქნებ, გადმოაგდოს კიდეც პირიდან, იმის გამო, რომ ძალიან დიდია.

width=600

კალიფორნიაში, მონტერეის ყურეში მოგზაურბის დროს, ფოტოგრაფ ჩეიზ დეკერის მიერ გადაღებული, საოცარი მომენტების კადრების ნახვა გახდა შესაძლებელი - როდესაც ვეშაპი, „ბედნიერ“ ზღვის ლომს, რომელიც თითქმის შთანთქა, უკან გადმოისვრის. 

width=600

ზღვის ლომი, რომლის სავარაუდო მასა 400 ფუნტს იწონის, როგორც ჩანს, ვეშაპის ყბის დახურვამდე, რამდენიმე წამით ადრე, ვეშაპმა ხახადან გადმოაგდო და სიკვდილს გადაურჩა.  

width=600

ეს უნიკალური ფოტო, 27 წლის „ველური ბუნების“ ფოტოგრაფმა დეკერმა კალიფორნიაში, მონტერეი-ბეიში გადაიღო. 

ჩაისი ამბობს, რომ ამ სახის ფოტო და ამ ზომის ლომის შეჭმის პროცესი, ადრე არასდროს არ დაუფიქსირებია კამერას.

width=600

მან თქვა: ჩვეულებრივ, როდესაც ვეშაპი წყლის ზედაპირზე ამოცურავს, პირს აღებენ თევზის ხაფანგში დასაჭერად და შემდეგ კი, ზღვაში უკან ბრუნდებიან.  ვეშაპი, დიდი ხნის განმავლობაში ცურავდა ღია პირით წყლის ზედაპირზე, დარწმუნებული ვარ, ზღვის ლომი შემთხვევიდ აღმოჩნდა ვეშაპის ხახაში. როგორც ჩანს, ვეშაპს, ერთდროულად შეუძლიათ 15000 -25000 ლიტრამდე წყალი და ამავე დროს, უამრავი თევზიც გადაყლაპოს, - ამბობს ფოტოგრაფი. 

width=600

ის ფაქტი, რომ ვეშაპი ზღვის ლომს ჭამს, ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ კუზიანი ვეშაპები, ასეთი დიდი ცხოველების შეჭმას ერიდებიან, რადგან ისინი, როგორც წესი, მხოლოდ პატარა თევზებს ჭამენ.

ზღვის ლომი, დაახლოებით 400 ფუნტს იწონის და, როგორც წესი, სწრაფი ზღვის ლომები, ვეშაპეპის ხახაში მოხვედრას, ადვილად იცილებენ თავიდან. 

ავტორი: რუსა ღვანიძე