მიხედეთ ვინმემ, ამ დახურულმა ინფორმაციამ სამხარაულიდან რა გზით გაჟონა – ნიკოლეიშვილი

12:06 07-29-2019
101

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი შაბათის კურიერში, აჰმედ ჩატაევის შესახებ გასულ რეპორტაჟს ეხმიანება.

„რუსთავი2” ახლა ჩატაევის დაუკრძალავი ცხედრის საკითხს და პანკისის რეაქციას შეეხო, ჩეჩნებთან პარალელიც გაავლო! საინტერესოა, ამ დახურულმა ინფორმაციამ სამხარაულიდან რა გზით გაჟონა?! – „ერორი”, მიხედეთ ვინმემ!” – წერს მაია ნიკოლეიშვილი.

ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. შაბათის კურიერის ინფორმაციით, ცხედარი ისევ პროზექტურაშია. გადაცემის სიუჟეტში ითქვა, რომ კურიერმა სიადუმლო წერილი მიიღო, სადაც ტერორისტული აქტების საშიშროებაზე წერენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევის პირველი მუქარა საქარ­თველომ 2014 წლის ივლისში მიიღო. წინა ხელისუფლებაზე განაწყენებული „ცალ­ხელა აჰმედი„ ამჯერად ემუქრებოდა ხელისუფლებას, რომელმაც ის ციხიდან გაუშვა. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტის მუქარის მიზეზი კი შემდეგი იყო: 2014 წლის 14 ივნისს სამართალდამცველებმა­ გომბორთან სოფელ ჯოყოლოს (პანკისის ხეობა) ყოფილი იმამი და საქართველოში ისლამური ხალიფატის წარმომადგენელი, აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს, რასაც იმავე დღეს პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მოჰყვა. გაიჩხრიკა ისლამური ხალიფატის მომხრეების სახლები. აიუფ ბორჩაშვილს ტერორიზმის ხელშეწყობა, ასევე 2014 წლის 4 აპრილს 16 წლის მუსლიმ­ კუშტანაშვილის და 19 წლის რამზან­ ბაღ­აკაშვილის სირიაში საომრად გაგზავნა ედებოდა ბრალად (ორივე მოზარდი­ დაღუპულია). აჰმედ ჩატაევი ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებას სთხოვდა­ და ულტიმატუმს უყენებდა.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, აჰმედ ჩატაევს და თემირლან მაჩალიკაშვილს ნათესაური კავშირები ჰქონდათ.

იმედის კვირამ გაავრცელა 2018 წლის იანვარში მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტი გაავრცელა, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს. iPhone-დან, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა.

მიმოწერაში თემირლან მაჩალიკაშვილი სადგურის მოედანზე თავის აფეთქების შესახებ უცნობ პირს სწერს. 

აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირებზე ახალი დეტალები ცნობილი 25 ივნისს გახდა. მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე. ირკვევა, რომ რამდენიმე სატელეფონო ზარის ადრესატი, თემირლან მაჩალიკაშვილი იყო. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული. 

მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც აჰმედ ჩატაევმა სავარაუდოდ, ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა. აჰმედ ჩატაევი და ისლამ ატაბიევი რუსეთის იმ 6 მოქალაქეს შორის არიან, რომლებიც 2015 წელს ევროკავშირმა „ალ-ქაიდას“ ტერორისტების სიაში შეიყვანა.

ასეთი შინაარსის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.