ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714037375

თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოსვლა? - კახა კალაძე ოპოზიციას

„როგორ შეიძლება დღეს, 2024 წელს, ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო და გამოიყვანო? ეს წლები ხომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ. შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას,  რომელიც ეხებოდა  29 აპრილს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე საჯარო მოხელეების დასწრების საკითხს.თბილისის მერის თქმით, აქციის გამართვის დროს სამუშაო დღე უკვე დასრულებული იქნება და საჯარო მოხელეებს  მასზე  ნებაყოფლობით დასწრების სრული  უფლება ექნებათ.„რა, საჯარო მოხელე არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე? აქცია არის საღამოს 20:00 საათზე, სამუშაო დღე კი სრულდება საღამოს 18:00 საათზე. შესაბამისად, შესაძლებელია, ადამიანები გამოვიდნენ, არანაირი პრობლემა არ არის. თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ დათრგუნოთ ეს ადამიანები. მე მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მეგობრებო, არ მოუსმინოთ, იმოქმედეთ, როგორც თქვენი გული გიკარნახებთ.დღეს ქვეყანას, ვიცით, რომ სჭირდება ერთად დგომა, დღეს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმ ბოროტ ძალებზე, რომლებიც ხედავთ, რა განცხადებებს აკეთებენ, რა მოწოდებებს. დღეს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სიმშვიდე, სიმშვიდის შენარჩუნება, შესაბამისად, საჯარო მოხელესაც, რა თქმა უნდა, აქვს უფლება და შესაძლებლობა, მოვიდეს და დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას. წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, თქვენს საახლობლოს, რაც შეიძლება მოდით მეტი, ეს არის მოწოდება. თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე  მოვიდეს? რატომ არ უნდა მოვიდეს?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714037104

2011 წლიდან აღნიშნულ კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს - კახა კალაძე არსენალის მთის პროექტზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდების საპასუხოდ ისაუბრა.კითხვაზე რატომ არავინ სთხოვს კომპანია „არსენალი დეველოპმენტს“ დავალიანების გადახდას, კახა კალაძე პასუხობს, სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს, რადგან პროექტის ვერ განხორციელებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები და ასევე, სახელმწიფოს და ინვესტორის  ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდა.„სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს. 2007-2008 წელს კომპანიამ აღნიშნული ტერიტორიის შეძენაში 20 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა ფორს-მაჟორი, დაიწყო ომი. შესაბამისად, როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში უდიდესი პრობლემა წარმოიშვა. ამის შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები - ან ადგილმონაცვლეობასთან ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა - ჩემი პოლიტიკური განცხადებები. 2011 წლიდან მე აღნიშნულ კომპანიაში არ ვარ, აქ ჩემი ინტერესები საერთოდ არ არის. გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან მე აღნიშნულ კომპანიასთან არანაირი შეხება არ მაქვს.ვალდებულებები ორივე მხარეს იყო, როგორც ინვესტორის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო სარკინიგზო მაგისტრალის გადატანა, გზების მიყვანა. ინვესტორსაც ჰქონდა ვალდებულება, რომ იქ გაეშენებინა ახალი უბანი. თუმცა, ეს ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდა და ვერ შესრულდა. ეს დაკავშირებული იყო საომარ მდგომარეობასთან, მსოფლიო კრიზისთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714037004

არანაირი ფასი ამ რეზოლუციებს არ აქვს, რადგან გვახსოვს რეზოლუციებიც, რომლითაც მოგვიწოდებდნენ, თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდებოდა, სანქციების არ მივუერთდებოდით, ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს - კახა კალაძე

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციას.მისივე განმარტებით, მსგავსი რეზოლუციები კონკრეტული მოთხოვნებით წინა თვეებშიც მომზადებულა, საბოლოოდ კი მას არანაირი ფასი არ გააჩნია.„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარი. თუმცა, ისიც ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, ცოტა ხანში FARA-ს დოკუმენტში ყველაფერი ასახული იქნება და საზოგადოებაც გაიგებს ამას. გვახსოვს ჩვენ ის რეზოლუციებიც, რომლითაც მოგვიწოდებდნენ, რომ თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდებოდა სანქციების არ მივუერთდებდით, თუ მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა, ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და ა.შ. ვიცით ამ ყველაფერს რისთვის აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, მსგავსი რეზოლუციები ევროპული ფასეულობებისგან შორს დგას.„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ქართული, დემოკრატიული კანონი, რაც ითხოვს მხოლოდ დეკლარაციის წარდგენას წელიწადში ერთხელ, ისე, როგორც ეს თანამდებობის პირებს მოეთხოვებათ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მშვიდობას, ხვალინდელ დღეს. ძლიერი სუვერენიტეტით გვინდა ევროპული მომავალი. ის, რასაც დღეს ვისმენთ ამ რეზოლუციებით, ძალიან დაშორებულია ევროპულ ღირებულებებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მულენ რუჟი

მსოფლიო 1714036980

პარიზში მულენ რუჟის ცნობილი წითელი ფრთები ჩამოვარდა

პარიზის გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ცნობით, ცნობილი მულენ რუჟის შენობიდან წითელი ფრთები ჩამოვარდა. როგორც ცნობილია, შემთხვევა 25 აპრილის ღამის 2-დან 3 საათამდე მოხდა.მულენ რუჟის კაბარეს შენობა პარიზში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ რის გამო ჩამოვარდა წითელი წისქვილის ცნობილი ფრთები. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და შენობის სხვა ტიპის დაზიანების რისკი არ არსებობს.„ყოველ კვირას კაბარეს ტექნიკური გუნდი ამოწმებს წისქვილის მექანიზმს და მათ რამე პრობლემა არ შეუნიშნავთ" - თქვა AFP-ის წყარომ.როგორც ცნობილია, მსგავსი ინციდენტი მულენ რუჟში პირველად მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ კაბარე ამ ადგილას 1889 წლის 6 ოქტომბერს გაიხსნა. 

სამგორში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

დედაქალაქი 1714036906

სამგორში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის 29-30-31-32 კორპუსებსა და ძმები ოცხელების 25-25 ა-ს მიმდებარედ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.„ე.წ. ზეემკას დასახლებაში, დაახლოებით 4 ჰექტარზე მოეწყობა პარკი. ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცე, სადაც ძირითადად ავტოფარეხები იყო. 80 ავტოფარეხი დაიშალა ამ პროექტის განხორციელების მიზნით. მინდა, მადლობა გადავუხადო  ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს პროექტი, პირველ რიგში, მათთვის კეთდება, რომ ჰქონდეთ სივრცე, სადაც მათი შვილები, შვილიშვილები და თვითონაც დაისვენებენ, განიტვირთებიან. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და მოხარული ვარ, რომ ამ დასახლებაში ასეთი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი რევაზ სოხაძე.პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და სასეირნო ბილიკები, ასევე განთავსდება ფანჩატურები. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები: ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი.სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის  დასრულება 2025 წლის ზაფხულში იგეგმება.