ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პოლიციამ არასანქცირებული მიტინგის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლდენი გაზი გამოიყენა. აქციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
შეტაკების დროს დემონსტრანტებმა პოლიციის მიმართულებით აგურები, კვერცხები და სხვა ნივთები ისროლეს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.