ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრებში ასპარეზობა გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს

23:23 07-28-2019
81

ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრების გრან პრიზე ასპარეზობა 5 მედლით და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს.

90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ღვინიაშვილმა ფინალში იაპონელი სანშირო მურაო იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

გელა ზაალიშვილმა კი, ფინალში იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა იპონით დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამავე წონაში ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ტატო გრიგალაშვილმა ( -81 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ)