თუშეთის ტრაგედიის ყველაზე პატარა მსხვერპლი - გაგა შაბალაიძე

16:36 07-28-2019
4056

თუშეთში მომხდარი ტრაგიკული ავარიის მსხვერპლთა შორის როგორც ცნობილია ერთი არასრულწლოვანიც არის. 

ფშაველი-ომალოს გზის მე-20 კილომეტრზე სატვირთო ავტომობილის ხევში გადაჩეხვის შემდეგ გაგა შაბალაიძე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ის მიღებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა.

ტრაგედიას მისი ძმა და მამაც ემსხვერპლა.