ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო

16:26 07-28-2019
72

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანდრეი რუბლიოვი 3 სეტში დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა რუსი მეტოქე 7:5 დაამარცხა. მეორე სეტში 4:6 დამარცხდა. მესამე სეტში, კი 1-ით მეტი ბრეიკი შეასრულა და მეტოქე 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილამდე ჰამბურგის შეჯიბრი ზედიზედ მეორედ ბოლოს როჯერ ფედერერს ჰქონდა მოგებული.

ამ გამარჯვებით ქართველი სპორტსმენი მსოფლიო რეიტინგში ადგილს შეინარჩუნებს და პლუს, საპრიზო თანხად 354 854 ევროს მიიღებს.