"მუდმივად უნდა ვურტყამდეთ... დავუძაბავთ" – სააკაშვილი ივანიშვილზე

15:02 07-28-2019
265

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ვიდეომიმართვით ეხმაურება. სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ასლან აბაშიძის გზას ადგას. მაგრამ აბაშიძეზე ცუდად დაასრულებს.  

ივანიშვილი მუდმივად უნდა გვყავდეს პრესინგის ქვეშ, მუდმივად უნდა ვუტყამდეთ ყველა მხრიდან. ახალი სახეები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში. რახან ივანიშვილმა დააჩქარა მოვლენები, ჩვენც დავუძაბავთ, ჩვენც დავაჩქარებთ. ამისთვის საჭიროა, ყოველგვარი პანიკის გარეშე, კონსოლიდაცია, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას, მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილთან წარსულში რთული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ახლა ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა და ის არის უდანაშაულო მსხვერპლი. სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ჩემოდნების ჩალაგებას ურჩევს. მაგრამ ამ ჩემოდნებასაც არ გაგატანთ. ასლანი გავუშვით, მაგრამ შენ ქართველი ხალხი არ გაგიშვებს ქვეყანას, – აღნიშნა სააკაშვილმა მორიგ ვიდეო–მიმართვაში.