ნაციონალური მოძრაობის ტაქტიკაა, ყველა დანაშაული, რასაც თვითონ სჩადიოდა, გადააბრალოს დღევანდელ ხელისუფლებას - დავით მათიკაშვილი

14:12 07-28-2019
31

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი "რუსთავი2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა. მათიკაშვილის თქმით, "შაბათის კურიერში" გასული სიუჟეტი საერთო კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და დეზინფორმაციის გავრცელებას ისახავდა მიმართ. 

მათიკაშვილი სიუჟეტს 'ნაციონალურ მოძრაობას" და მათ ინტერესებს უკავშირებს.

"ნაციონალური მოძრაობის ტაქტიკაა, ყველა დანაშაული, რასაც თვითონ სჩადიოდა, გადააბრალოს დღევანდელ ხელისუფლებას და ამისთვის იყენებს პარტიულ რუპორს, რ2-ს. უპირველეს ყოვლისა მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს და გულწრფელად გამოვთქვა სინანული ადამიანის დაღუპვის გამო. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ, გასაჯაროებული ვიდეო მასალით საზოგადოებამ კარგად დაინახა რეალური სურათი, თუ როგორ ცდილობდნენ ექიმები პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად პატიმრის გადარჩენას, არა წამებას, როგორც ამას სააკაშვილის რეჟიმი ახდენდა, არამედ გადარჩენას. რ2 ის და ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი ტყუილი და ცილისწამება გამოაშკარავდა. მართალია გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გაეცემა კონკრეტული პასუხი, თუმცა უკვე ნათელია რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რის საშუალებასაც თვითონ საზოგადოება არასდროს აღარ მიცემს მ. სააკაშვილს და რ2-ს," - წერს დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.