ორი წლის ბავშვი აეროპორტში ბარგის კონვეიერმა გაიყოლა

13:40 07-28-2019
3014

ინციდენტი ატლანტას საერთაშორისო აეროპორტში 22 ივლისს მოხდა. ორი წლის ლორენცო ბარგის მოძრავ კონვეიერზე იმ დროს აძვრა, როდესაც მშობლები იქვე სამგზავრო დოკუმენტებს ავსებდნენ. 

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ბიჭი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა გამოიყვანა.