სოზარ სუბარი და ლევან დავითაშვილი სვანეთის მოსახლეობას შეხვდნენ

13:14 07-28-2019
23

გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის მინისტრი, რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველთან ერთად მესტიის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა ნაკრასა და ფარში ადგილობრივებს იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია რასაც სამინისტრო რეგიონში ახორციელებს.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოფელში არსებული პრობლემები გააცნეს. ადგილობრივებმა მთავარ საჭიროებად შიდა გზების, ამბულატორიების და სპორტული დარბაზების საკითხი დაასახელეს.

ლევან დავითაშვილი და სოზარ სუბარი ადგილობრივებს შეხვედრის დროს დასახელებული საკითხების მოგვარებას დაპირდნენ. აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა განცხადებით, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო თანხების გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად მოხვდება.