სამი დაღუპული ერთი ოჯახიდან - თუშეთში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

11:28 07-28-2019
495

თუშეთში, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია - მამა და ორი შვილი შაბალაიძეები. გარდაცვლილთაგან ერთი, გაგა შა­ბა­ლა­ი­ძე არას­რულ­წლო­ვა­ნია.

ასე­ვე გარ­დაც­ვლებს შო­რი­საა სატ­ვირ­თოს მძღო­ლი ზაურ გი­გო­ი­ძე.

შსს-ს ინფორმაციით, თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად სულ 5 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის, 1 არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხევში 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდა.