"აიაქსი" ჰოლანდიის სუპერთასისი გამარჯვებულია

10:18 07-28-2019
35

ჰოლანდიაში 2019-2020 წლების საფეხბურთო სეზონი სუპერთასის მატჩით გაიხსნა.

სუპერთასის მოსაპოვებლად „აიაქსი“ და „ეინდჰოვენი“ შეხვდნენ ერთმანეთს. ტიტულის მფლობელი ამსტერდამული კლუბი გახდა, რომელმაც "ეინდჰოვენის" კარში ორი უპასუხი გოლი გაიტანა.

ანგარიში პირველივე წუთზე კასპერ დოლბერგმა გახსნა. 52-ე წუთზე კი მეორე გოლი დეილი ბლინდმა შეაგდო.

„აიაქსმა“ მეცხრედ მოიპოვა ჰოლანდიის სუპერთასი. თუმცა, რეკორდსმენი 11 ტიტულით „ეინდჰოვენია“.