ბრიტანელი ახალგაზრდები სატელევიზიო ახალ ამბებს არ უყურებენ - "გარდიანი"

09:45 07-28-2019
95

დიდ ბრიტანეთში ახალ ამბებს ახალგაზრდების უმეტესობა ტელევიზიის მეშვეობით აღარ იგებს. ამის შესახებ  ბრიტანული „გარდიანი“ იუწყება. გამოცემის ცნობით „ოფკომის“ კვლევა აჩვენებს, რომ 65 წელს გადაცილებული ბრიტანელები ტელევიზორში ახალი ამბების ყურებას დღეში 33 წუთს უთმობენ. თუმცა, 16-24 წლამდე ასაკის მაყურებელი ახალ ამბებს დღეში მხოლოდ ორი წუთით უყურებს.

კვლევის ავტორთა მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა ნახევარი ახალ ამბებს სოციალური მედიიდან იგებს.

მკვლევართა დასკვნით, სატელევიზიო ახალი ამბების მიმართ ახალგაზრდების ინტერესის დაქვეითება ინფორმაციის მიღების ტრადიციული არხებიდან ალტერნატიულ ინტერნეტსერვისებზე გადართვამ გამოწვია.

როგორც მკვლევარები ამბობენ, ამან შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ბრიტანულ პოლიტიკაზეც მოახდინოს.