შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ვიდეომასალას ავრცელებს. მასში სამაშველო ღონისძიებებია ასახული.
შეგახსენებთ, რომ ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი. მათ შორის, 1 არასრულწლოვანი. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.