ირაკლი ოქრუაშვილი N9 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

23:39 07-27-2019
221

ირაკლი ოქრუაშვილი N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ. „მატროსოვის ციხეშია“ მოთავსებული - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცრების მიერ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დღეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 სექტემბერს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე, 25 ივლისს დააკავეს