თუშეთის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული საავადმყოფოში, საკუთარი ფეხით მივიდა

23:17 07-27-2019

თუშეთის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული,დავით თორღვაიძე, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, საკუთარი ფეხით მივიდა.

ექიმებმა დაშავებულს სათანადო დახმარება აღმოუჩინეს და სახლში გაწერეს.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, თორღვაიძეს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

„ფეხზე მხოლოდ წვივის დაჭიმულობა დაფიქსირდა და სახლში გაშვება შესაძლებელი იყო“ , - თქვა ჭონიაშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსსბ ქარუმაშვილის ბოლო ინფორმაციით, მანქანაში დარჩენილი შვიდივე მგზავრი გარადცვლილია. სამაშველო სამუშაოებს ხვალ დილით განაახლებენ.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა, მძღოლის გამოუცდელობას მოყვა.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი