რუსულ ტელეარხ „დოჟდზე“ კიბერშეტევა განხორციელდა - მოსკოვის ცენტრში საპროტესტო აქცია გრძელდება

23:01 07-27-2019
35

რუსეთში მიმდინარე აქციის პარალელურად რუსულ ტელეარხ „დოჟდზე“ კიბერშეტევა (DDoS )განხორციელდა. შეტევა დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა და მისი სიმძლავრე დაახლოებით წამში 2 ტერაბიტი იყო.

ტელეკომპანიის ინფორმაციით რედაქციაში მუშაობა შეფერხებული იყო. მათივე ინფორმაციით პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

აღნიშნულ პროცესს წინ უძღოდა პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლების «Навальный LIVE» - სტუდიაში შესვლა. ისინი პირდაპირი ეთერის შეჩერებას ითხოვდნენ. ტელეარხის მთავარი რედაქტორი ალექსანდრა პერეპელოვა მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს.

ამ წუთებში მოსკოვში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები რუსეთის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვეს.

ამ დროისთვის უკვე 1000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.