მოსკოვში მიმდინარე აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი დაიჭირეს

22:41 07-27-2019
57

მოსკოვის მერიასთან გამართულ თავისუფალი არჩევნების მხარდასაჭერ აქციაზე 1074 -ზე მეტი ადამიანი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, პოლიციელებმა მიიღეს ბრძანება, დაეკავებინათ ყველა, ვინც საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს ტელეფონით გადაიღებდა.

ძალოვნებმა ხელკეტები გამოიყენეს. პოლიციის მონაცემებით, აქციაში 3500 ადამიანი მონაწილეობდა. 

პოლიცია და პროკურატურის წარმომადგენლები «Навальный LIVE» - სტუდიაში შევიდნენ და პირდაპირი ეთერის შეჩერებას ითხოვდნენ. ტელეარხის მთავარი რედაქტორი ალექსანდრა პერეპელოვა მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. მოგვიანებით ტელეარხის საიტზე DDoS-შეტევაც განხორციელდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ისინი პირდაპირი ტრანსლაციის შეჩერებას არ აპირებენ.

ამ წუთებში მოსკოვში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვეს. ამ დროისთვის უკვე 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.