მამუკა ბახტაძე მწუხარებას გამოთქვამს თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო

22:22 07-27-2019
12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.