ნინოწმინდაში მაღაზიიდან ნისიების რვეული მოიპარეს

22:14 07-27-2019
237

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალში, მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა 26 ივლისს, გვიან ღამით მოხდა.

მაღაზია ხანჩალის ადგილობრივ მკვიდრს აივაზ ელოიანს ეკუთვნის. მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით, 330 ლარი და ნისიების რვეული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ავტორი: რუსკა გვარამაძე