თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ხევში ჩავარდნილი ადამიანების ძებნას სამაშველო სამსახური ხვალ განაახლებს

22:06 07-27-2019
3387

თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ხევში ჩავარდნილი ადამიანების ძებნას სამაშველო სამსახური ხვალ განაახლებს.

ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 6 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მას დაჟეჟილობები აქვს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მოტეხილობები არ აქვს, მხოლოდ დაჟეჟილობა აქვს, ამაღამ საავადმყოფოში დავტოვებთ და ხვალ კიდევ შევამოწმებთ, “ - თქვა ჭონიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს თუშეთის გზაზე სატვირთო ავტომობილი გადავარდა, 12 მგზავრიდან ავტომანქანიდან ხუთმა ადამიანმა გადახტომა მოასწრო.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი