საბერძნეთში რუსმა პატიმარმა ქართველი მოკლა - ბერძნული მედია

20:54 07-27-2019
1871

საბერძნეთის ციხეში დაპირისპირებისას რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა. შემთხვევა ქალაქ ნიგრიტას ციხეში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთმანეთს რუსი და ქართველი პატიმრები დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 43 წლის რუსმა, 35 წლის ქართველი ცემით მოკლა. 

ორივე პატიმარი სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.