თუშეთში გარდაცვლილთა შორის სავარაუდოდ ორი არასრულწლოვანია

19:36 07-27-2019

თუშეთის გზაზე მომხდარ ავარია სავარაუდოდ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. 

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, თუმცა როგორც „პრაიმტაიმის“ კორესპონდენტს ადგილობრივებმა განუცხადეს, გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან.  

შეგახსენებთ, ავტომანქანა, რომელშიც სოფელ ქვემო ალვანის მაცხოვრებლები ისხდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამატებითი სამაშველო და სამედიცინო ჯგუფები თბილისიდან გაფრინიდნენ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილიზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები“.