ინდოეთში დატბორილი მატარებლიდან 700 მგზავრი გამოიყვანეს

19:19 07-27-2019
80

ძლიერო წვიმების შედეგად ინდოეთში, ქალაქ მუმბაის მახლობლად მატარებელი დაიტბორა. დატბორილი მატარებლიდან 700 მგზავრი გამოიყვანეს.

მატარებლიდან გადმოყვანილთა შორის ცხრა ორსულია. ისინი დროებით განთავსების ცენტრებში გადაიყვანეს.

ინდოეთში ბოლო დროს ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.